Thursday, June 3, 2021

 

საქართველოს და დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოს მჭიდრო მეგობრული ურთიერთობები და სტრატეგიული პარტნიორობა აკავშირებთ. აღსანიშნავია, რომ ორმხრივი ურთიერთობები ჯერ კიდევ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პერიოდიდან (1918-1921 წწ.) იწყება და მნიშვნელოვანწილად, და-ძმა ოლივერ და მარჯორი უორდროპების სახელს უკავშირდება. ოლივერ უორდროპს, ამიერკავკასიაში გაერთიანებული სამეფოს უმაღლესი წარმომადგენელს, განსაკუთრებით უყვარდა საქართველო და ქართული კულტურა. მისმა დამ - მარჯორი უორდროპმა თარგმნა ქართული ლიტერატურის არაერთი შედევრი, მათ შორის, „ვეფხისტყაოსანი“.

No comments:

Post a Comment

 ბლოგი "საქართველო-ბრიტანეთი" შეიქმნა კონკურსში "ბრიტანეთი-საქართველო" მონაწილეობის მიზნით.  ბლოგის შექმნაზე იმუშავეს ხე...